ოზურგეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე კონცერტით აღინიშნა
ოზურგეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გამართული კონცერტით აღინიშნა, რომელშიც თოჯინების თეატრის მსახიობები და ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი, სოფო რამიშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე.
მერის თქმით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის შშმ პირების გვერდით იქნება.
„ვულოცავ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს დღევანდელ დღეს. მინდა, იცოდნენ, რომ მუნიციპალიტეტი ყოველთვის მათ გვერდით იქნება და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს აქტიურ და ღირსეულ ცხოვრებაში.” – აღნიშნა მერმა.
პაატა კუნჭულიას განცხადებით, მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამები შშმ პირებს უზრუნველყოფს როგორც სამედიცინო და სარეაბილიტაციო სერვისებით, ისე სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამით, რომლებიც მათი ჩართულობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.