ზესტაფონის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ორიონში“ იმყოფებოდა.
როგორც ზესტაფონის მერმა აღნიშნა, საზოგადოების თითოეული წევრის ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, იცხოვრონ თანასწორ გარემოში.
„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას, რომ საზოგადოების თითოეული წევრის ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, იცხოვრონ თანასწორ გარემოში და აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში“, – აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.
მერმა, მერის მოადგილე ნინო ჭაბუკიანმა, ასევე მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა „ორიონის“ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.