აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მეუფე შიოს, მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად, საპატრიარქოში შეხვდა
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სხვა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად საპატრიარქოში შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“მათ განიხილეს ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. ვამაყობთ, რომ წვლილი შევიტანეთ საქართველოს ისტორიული ეკლესიებისა და არტეფაქტების შენარჩუნებაში ქვეყნის მასშტაბით”, – წერია ინფორმაციაში.