სოფელ გაჯისაქენდში, აღმაშენებლის სარწყავ არხზე წყალგამანაწილებელი კვანძების მოწყობა დასრულდა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, საირიგაციო სისტემების გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა სახის საექსპლუატაციო სამუშაოები.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჯისაქენდში აღმაშენებლის მაგისტრალურ არხზე 2 წყალგამანაწილებელი კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გააუმჯობესებს არხში გამტარუნარიანობას, სარწყავი წყლის მიწოდებას, ხოლო ადგილობრივ ფერმერებს დაახლოებით 150 ჰექტარი მიწის ფართობის სტაბილურად მორწყვის შესაძლებლობა მიეცემათ.
წყალგამანაწილებელი კვანძების მოწყობის სამუშაოები ქვემო ქართლში კომპანიამ საკუთარი ძალებით განახორციელა.
2012-2024 წლებში, ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნვეყოფილია 34,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 32,000 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები