სამების საკათედრო ტაძარში ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე პატრიარქის რანგში მის პირველ მსახურებას აღავლენს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მივიდნენ.
სამების ტაძარში შვილებთან ერთად მივიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.