ცოტნე ივანიშვილი – პატრიარქ შიო მესამის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე: ეს ყველაფერი იმდენად მძიმე და ამორალურია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც ძნელია

ნებისმიერი ქართველის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთიანი და მკაცრი; მიუღებელია ეს ყველაფერი და იმდენად მძიმე და ამორალურია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც ძნელია, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პატრიარქ შიო მესამის მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს შეეხებოდა.

„მე იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი მოუხმობს ეთიკას, მორალს, ღირსებას და ცოტა დაფიქრდება საკუთარ ნათქვამთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი საყოველთაო მსვლელობას შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები