პატრიარქი შიო III სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

ეს პირველი 17 მაისია დღევანდელი დღის დამფუძნებლის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და პირველი 17 მაისი ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის წინამძღოლობით.

ბერძნულ ენაზე პირველი ასამაღლებელი კონსტანტინოპოლის ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელმა შეასრულა.

წირვას ესქრებიან პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.

პარალელურად, ქართველი ხალხი ქაშუეთიდან ლოცვითი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება. ადგილზე მისულ მრევლს კი, პატრიარქი შიო მესამე დალოცავს.

როგორც სასულიერო პირები ამბობენ, წელსაც ისევე, როგორც გასული წლების შემთხვევაში, მრევლმა ერთიანობა და ერთსულოვნება მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა. ეს იქნება ერთობლივი წირვა, რომელსაც მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიებიდან ჩამოსული მაღალი რანგის მღვდელმსახურები ქართველ სასულიერო პირებთან ერთად აღავლენენ ერთობლივ წირვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები