ცოტნე ივანიშვილი: ცხადია, რომ ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო, მშობლებისადმი პატივისცემა კი თავისთავად უდიდესი მორალისა და ღირსების გამოხატულებაა
მგონია, რომ წელს გამორჩეულად ემოციური არის დღევანდელი დღე, რადგან პირველადვე ვხვდებით მას მისი დამფუძნებლის, პატრიარქ ილია მეორეს გარეშე, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა უერთდება, რადგან მშობლებისადმი პატივისცემის გამოხატულება უდიდესი მორალი და ღირებულებაა.
„პირველ რიგში, მივულოცავ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს, მრავალს დაესწარით. მგონია, რომ წელს გამორჩეულად ემოციური არის დღევანდელი დღე, რადგან პირველადვე ვხვდებით მას, მისი დამფუძნებლის, პატრიარქ ილია მეორეს გარეშე. ძალიან ბედნიერი არის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, რომ ღირსეული გამგრძელებელი გვყავს პატრიარქ შიო მესამეს სახით. ცხადია, რომ ემოციურია დღევანდელი დღე.
რაც შეეხება ამ დღის მნიშვნელობას, ცხადია, რომ ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო. მშობლებისადმი პატივისცემის გამოხატულება უდიდესი მორალი და ღირსებაა.
მიხარია, რომ მეტი და მეტი ახალგაზრდა, განსაკუთრებით, დღევანდელ დღეს გამოდის და გვერდში უდგას ამ იდეას და გამოხატავს მშობლებისადმი პატივისცემა“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.