შალვა პაპუაშვილი: რატომ ფიქრობს ბატონი ფიშერი, რომ მას აქვს უფლებამოსილება, კომპეტენცია, ვალდებულება და საერთოდ, რატომ უნდა იყოს ინტერესში, რომ მისი განმარტება მოვისმინოთ, როდესაც ევროკავშირის ელჩი არსებობს

მგონი, ნელ-ნელა უნდა შევეშვათ პეტერ ფიშერის განცხადებების კომენტირებას, ვინაიდან ის არ ეშვება საქართველოს კომენტირებას და ახლა, საერთოდ ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში ერევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

იგი გამოეხმაურა გერმანიის ელჩის განცხადებებს, რომლის თანახმადაც, მიღებული კანონებით საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას და რომ დეკემბრის დასაწყისში ევროპული საბჭო მოიწონებს ევროკომისიის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მიმართ გაფართოების ფაილი დახურულია.

„ჩვენ კომპეტენციაში ხომ ჩაერია – სასამართლო გადაგვიწყვიტა, ვის რა უნდა მივუსაჯოთ, ვის არა. კანონები გადაგვიწყვიტა ჩვენ ნაცვლად, ქართველი ხალხის ნაცვლად. მმართველობა, არჩევნები ყველაფერი გადაგვიწყვიტა და ყველაფერში ჩაერია. ახლა ერევა ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში. ვერ გავიგე, ბატონი ჰერჩინსკი ვერ ართმევს თავის ფუნქციებს თავს, რომ განმარტოს, რა იყო გაფართოების ანგარიშში და რა არ იყო. ბრიფინგი ჩაატარა ადამიანმა, ჟურნალისტები დაპატიჟა, ყავა დაალევინა და მოკლედ მთელი ლაივშოუ იყო მოწყობილი გაფართოების ანგარიშზე. ვერ განმარტავს ევროკავშირის ელჩი? აბა, რისთვის ჰყავს ევროკავშირს ელჩი, რომ გერმანიის ელჩი განგვიმარტავს ევროკავშირის ფუნქციებს.

27 ქვეყანა არის, უმეტესობას საქართველოში საელჩო აქვს – ბულგარეთის ელჩი არ განმარტავს, საფრანგეთის ელჩი არ განმარტავს, ესტონეთის ელჩიც კი არ განმარტავს, არავინ არ განმარტავს და რატომ ფიქრობს ბატონი ფიშერი, რომ მას აქვს უფლებამოსილება, კომპეტენცია, ვალდებულება და საერთოდ, რატომ უნდა იყოს ინტერესში, რომ მისი განმარტება მოვისმინოთ, როდესაც ევროკავშირის ელჩი არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები