პიტერ ჯექსონმა ყველას გაანდო, როგორ იქმნება დრაკონი სმაუგი ტრილოგიის მესამე ნაწილისთვის (ვიდეო)

კინოტრილოგია „ჰობიტის“ შექმნელებმა იუთუბზე ვიდეორგოლი განათავსეს, რომელშიც მოთხრობილია დრაკონ სმაუგის შექმნის პროცესი. ვიდეორგოლში ნაჩვენებია როგორ ასრულებს სმაუგის როლს ბენედიქტ კამბერბეტჩი და ტექნოლოგია motion capture-ის საშუალებით ფილმში როგორ ხდება მისი მოძრაობების ათვისება. დრაკონის მოძრაობები ტრილოგიის მესამე ნაწილში The Hobbit: The Battle of the Five Armies იქნება გამოყენებული.
ტრილოგიის რეჟისორის პიტერ ჯექსონის თქმით, ფილმის შემქნელები ეძებდნენ მსახიობს, რომელიც შეძლებდა დრაკონის ხმის გადმოცემას და ამასთანავე, როლს თავისი მსახიობური ოსტატობით რაღაც პირადს შეჰმატებდა. შედეგად ფილმში დრაკონი სმაუგი ბენედიქტ კამბერბეტჩის ხმით და სხეულის მოძრაობებით იქნება წარმოდგენილი. ჰობიტის ტრილოგიის ბოლო ნაწილის The Hobbit: The Battle of the Five Armies მსოფლიო პრემიერა 2014 წლის 10 დეკემბერს გაიმართება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=laPb8cYSebY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები