უჩვეულო საჩუქარი – ზურაბ წერეთლისთვის პეტრე პავლენსკის მეუღლემ წიგნი საშოდან ამოიღო

სანქტ-პეტერბურგში ზურაბ წერეთლის გამოფენაზე, სკანდალური მხატვრის პეტრე პავლენსკის მეუღლემ ქართველ არქიტექტორს უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა. მან კაბა აიწია, საშოდან წიგნი ამოიღო და წერეთლის ქალიშვილს გადასცა. ქალმა საჩუქარი მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ წერეთლის ქალიშვილს ალექსანდრე ფონ ბრენერის და ბარბოსა ფამოზას “ბომბასტიკა” გადასცეს.
როგორც მხატვარმა პეტრე პავლენსკიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, „ბომბასტიკა“ „მსოფლიოს მოევლინა სიტუაციისთვის ერთადერთი შესაფერისი საშუალებით, კერძოდ, საშოდან და გადაცემულია ქვეყნის ყველაზე მოღალატე მხატვრის ზურაბ წერეთლის ქალიშვილის დანაოჭებულ ხელებში“, – წერს პავლენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები