“ევროკავშირის ელჩის გააზრებული უარი, უყოყმანოდ დაგმოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლის და ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა” – პაპუაშვილი

“ევროკავშირის ელჩის გააზრებული უარი, უყოყმანოდ დაგმოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლის და ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, არანაირი “ყველა”, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა.

“იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე – ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები. მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა. ეს არის არ დაგმობის რეალური მიზეზი”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები