ალექსი ფიცხელაურმა ახმეტის კულტურის სახლში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა ახმეტის კულტურის სახლში 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა, რომელსაც მოსახლეობა, საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ახმეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალექსი ფიცხელაურმა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

საქართველოს ორგანული კანონის – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები