მამუკა გელაშვილი ბორჯომის საფეხბურთო გუნდი „თორის“ და გარეჯის „საგარეჯოს“ მატჩს დაესწრო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, მამუკა გელაშვილი, მერის მოადგილესთან, გიორგი ტაბატაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის საფეხბურთო გუნდი „თორის“ და გარეჯის „საგარეჯოს“ მატჩს დაესწრო. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მატჩი ,,თბილისის ლიგა” 2012 ,,ბ” ჯგუფის ფარგლებში, ბორჯომის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და „თორის“ გამარჯვებით, 3:0 დამთავრდა.
ბორჯომის ახლად არჩეულმა მერმა მამუკა გელაშვილმა საფეხბურთო გუნდ ,,თორს” გამარჯვება მიულოცა და მიმდინარე ტურნირზე წარმატება უსურვა.