ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

ლიეტუვამ ბელარუსთან არსებული ერთ-ერთი საზღვარი განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების მიზნით მიიღო.

მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში ბელარუსის მხრიდან ლიეტუვის მიმართულებით გაშვებული კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული საჰაერო ბურთებია.

პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინენეს განმარტებით, შეზღუდვა დიპლომატებს არ შეეხებათ, ასევე, ლიეტუვისა და ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც ბელარუსის მხრიდან გადაკვეთენ ლიეტუვის საზღვარს.

“ეს ნიშნავს, რომ დიპლომატებსა და დიპლომატიურ ფოსტას გადაადგილება შეეძლებათ, ჩვენი და ევროკავშირის მოქალაქეებიც შეძლებენ ჩვენთან ბელორუსიიდან ჩამოსვლას, თუმცა ყველა სხვა გადაადგილება დაიხურება. ამით ჩვენ ბელარუსს ვუგზავნით სიგნალს და ვეუბნებით, რომ აქ არცერთი ჰიბრიდული თავდასხმა არ იქნება დაშვებული, ჩვენ მივიღებთ ყველა მკაცრ ზომას ასეთი თავდასხმების შესაჩერებლად“, – განაცხადა მინისტრმა.

მან თქვა, რომ ორშაბათიდან სამხედროები მიიღებენ „ყველა ზომას“, რაც აუცილებელია შემომავალი ბურთების შესაჩერებლად და მათ ჩამოაგდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები