ზამურ ჭითანავა: თქვენი შრომა ჩვენი საზოგადოების ყველაზე მყარი საფუძველია

ბოლნისის არჩეული მერი ზამურ ჭითანავა, პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნულ დღეს ულოცავს.

„გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს!
პედაგოგობა ნიშნავს, იმ თაობების აღზრდას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის და ბოლნისის მომავალია.
თქვენი ცოდნა, სითბო და ყოველდღიური შრომა აყალიბებს განათლებულ, მოტივირებულ და ღირსეულ ახალგაზრდებს.
მადლობა თითოეულ პედაგოგს და განსაკუთრებით ბოლნისელ მასწავლენბლებს, იმ თავდადებისთვის, რომელიც სიყვარულითა და პასუხისმგებლობით სავსეა.
თქვენი შრომა ჩვენი საზოგადოების ყველაზე მყარი საფუძველია”,- აცხადებს ზამურ ჭითანავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები