აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ფორუმი „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ გაიმართა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ფორუმი „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ გაიმართა.
უწყების ცნობით, ღონისძიება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ გახსნა და აჭარაში აგრარული სექტორის განვითარების პერსპექტივებზე და სფეროში დაგეგმილ პროექტებზე
ისაუბრა.
,,ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა
ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ფორუმზე განიხილეს აჭარის აგრარულ სექტორში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, აგრობიზნესის პერსპექტივები და
გამოწვევები, ასევე, სოფლად ტურიზმის განვითარების მიმართულების არსებული
ტენდენციები. ფორუმის პარალელურად აგრო სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-13
გამოფენა Agro Batumi 2025 გაიმართა.
ფორუმი მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აგრარული
შესაძლებლობების წარმოჩენას, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის ზრდას,
სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობას, ადგილობრივი
აგრომეწარმეების გაცნობას”,- წერია ინფორმაციაში.