უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში მდებარე წყალსაცავი დაბომბა, რის შედეგადაც კაშხალი გაიბზარა, და წყალმა გამოჟონვა დაიწყო.
უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი ადასტურებს, რომ უპილოტო სისტემების ძალების პირველმა ცალკეულმა ცენტრმა ბელგოროდის წყალსაცავზე იერიში მიიტანა.
მან აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად, წყალსაცავში წყლის სიმაღლე 100 სანტიმეტრით დაეცა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები, რომლებიც სევერსკი დონეცკის გავლით ვოვჩანსკში გადავიდნენ, დანარჩენ ძალებს მოწყდნენ.
მედიის ინფორმაციით, უკრაინამ წყალსაცავი ორჯერ, 24 და 26 ოქტომბერს დაბომბა. ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება წყალსაცავთან მცხოვრებ ადამიანებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.