ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე რაგბის ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ქალაქში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და ბავშვთა რაგბის განვითარების მიზნით, ახალი სტადიონის ბაზაზე, აკადემია დაარსდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის პირველი რაგბის მოედანი, წლების წინ, სწორედ ლომოურის ქუჩაზე იყო.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

ნინო ლაცაბიძის თქმით, პროექტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.

,,რუსთავში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია და ლომოურის ქუჩაზე, რაგბის კავშირთან ერთად, ახალი სტადიონის მშენებლობა დავიწყეთ. თანამდროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობის დასრულების შემდეგ, აქ ბავშვთა რაგბის აკადემია დაარსდება, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი სახელოვანი სპორტსმენები აღიზარდოს ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ლომოურის ქუჩაზე, 8000 კვ/მ ფართობზე ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედანი აშენდება. სტადიონის გარდა, პროექტი ტრიბუნების, დამხმარე ნაგებობების, გასახდელების, საშხაპეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობას ითვალისწინებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2 980 225 ლარია და სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები