დენის სალუქვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოები დაათვალიერა
ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოები დაათვალიერა და სეზონის მოსამზადებელ პროცესს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ციტრუსის ლოჯისტიკის, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის მიწოდების საკითხები. აღნიშნულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ, მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.