ერეკლე კოდუას ადვოკატებმა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას აცილება მოითხოვეს
საქალაქო სასამართლოში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის – ერეკლე კოდუას საქმის განხილვა გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას აცილების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა არგუმენტით, რომ ხარჩილავა ყოფილი მაღალჩინოსნების სხვა საქმეებსაც განიხილავს და რამდენიმე მათგანზე გამამტყუნებელი განაჩენიც გამოიტანა.
აღნიშნულის გამო, დაცვის მხარე ფიქრობს, რომ მოსამართლე ერეკლე კოდუას შემთხვევაშიც არაობიექტურ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ მათ სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები გადასცეს, რომლითაც ერეკლე კოდუას მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება.