ოზურგეთში „ალეგრობა 2025″ გაიმართება
ოზურგეთში „ალეგრობა 2025″ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
,,ძვირფასო თანამოქალაქეებო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ 22 ოქტომბერს „ალეგრობის” ღონისძიებაზე.
15:00 საათიდან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ჭადრების პარკში გაიმართება:
• ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
• გურული კერძების მასტერკლასი და დაგემოვნება;
• ღვინის კუთხე და დეგუსტაცია;
• საბავშვო გასართობი სივრცე (ანიმატორები, დრამერები, ზღაპრის გმირები, დიდ ეკრანზე მულტფილმების ჩვენება);
• ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავის ყვავილებით შემკობა;
• ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი;
• 18:00 საათი – ოზურგეთის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;
• 20:00 საათი – კონცერტი ჯგუფ „ურსას” და DJ გიგა პაპასკირის მონაწილეობით.
გელით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ტრადიციული სახალხო დღესასწაული!”,- წერია ინფორმაციაში.