საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან მატჩში დამარცხდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთთან მატჩში ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრა იზმითში ჩატარდა.
პირველ ტაიმში მასპინძლებმა დამაჯერებელი თამაშით სამბურთიანი უპირატესობა 35-ე წუთზე მოიპოვეს. გოლები გაიტანეს ილდიზმა, დემირალმა და აკგუნმა.
მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. თურქეთის მხრიდან თავური დარტყმით გოლი დემირალმა გაიტანა, ხოლო 69-ე წუთზე კიტეიშვილის პასის შემდეგ სხვაობა ქოჩორაშვილმა შეამცირა.
საქართველოს ნაკრებს ოთხ მატჩში ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა.