თურქეთი–საქართველოს მატჩზე დასასწრებად ჩასული ქართველი გულშემატკივრების გადაადგილების გამარტივებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მასპინძელთა ორგანიზებით, სტადიონზე მოხვედრა სპეციალური ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი
თურქეთი–საქართველოს მატჩზე დასასწრებად ჩასული ქართველი გულშემატკივრების გადაადგილების გამარტივებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მასპინძელთა ორგანიზებით, სტადიონზე მოხვედრა სპეციალური ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
,,სტადიონის მიმართულებით, ინდივიდუალური გადაადგილების პარალელურად, 18:00 საათიდან საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის მოეწყობა ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი შეკრების ადგილი – Asım Kibar Organize Sanayi Bölgesi, საიდანაც, უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ, გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალური ტრანსპორტით იმგზავრონ სტადიონის მიმართულებით.
სტადიონზე შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი B1 შესასვლელით. ქართველი გულშემატკივრები სტადიონზე განთავსდებიან 315B, 316A, 316B, 317 სექტორებზე. სტადიონის კარი 18:45 საათზე გაიღება, ხოლო მატჩი 21:45 საათზე დაიწყება.
თითოეულ გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს მატჩის ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი. აკრძალულია მჭრელი, ასაფეთქებელი, აალებადი ნივთების, A4 ფორმატზე დიდი ზომის ჩანთების და ხმაურიანი მოწყობილობების შეტანა”,- წერია ინფორმაციაში.