“უფლის კვართი იქცა ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ და იმ მომენტიდან უხილავად ფარავს ჩვენს ერს” – შალვა პაპუაშვილი

“უფლის კვართი იქცა ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ და იმ მომენტიდან უხილავად ფარავს ჩვენს ერს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს ჩვენი ქვეყნისთვის. 2 000 წლის წინ ამ ადგილას დაიკრძალა უფლის კვართი, რომელიც იმ მომენტიდან იქცა ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ და იმ მომენტიდან, უხილავად ფარავს ჩვენს ერს, არის ჩვენი ერის უხილავი სამოსი. ეს შეგვახსენებს, თუ რა მისია აკისრია ჩვენს ერს. ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, ჩვენ ვართ უფლის კვართის მცველი ერი. ეს არის ის მისია, რომელიც უფლისგან დაეკისრა ჩვენს ერს. ეს არის ის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენი ვალია, ეს მისია შევასრულოთ და გადავცეთ მომავალ თაობას. დღეს ასევე არის, წმინდა მეფე-დედოფლის, მირიანისა და ნანას ხსენების დღე, რომელთა მეფობის დროსაც მოექცა ქართლი. როგორც ითქვა, მომავალ წელს, გვაქვს უდიდესი დღესასწაულის, როდესაც მთლიანად ერმა ჩვენთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის უნდა ვიზეიმოთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წელი. ეს იქნება წელი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვანახებს, თუ რას ნიშნავს ერისა და ბერის ერთობა, რას ნიშნავს ჩვენი მთავარი გზის შესრულება. ვიზეიმებთ ჩვენს მამულთან და ენასთან შესისხლხორცებულ სარწმუნოებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს. უფალმა გაამთლიანოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები