საქართველოში 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია

საქართველოში 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 6.1 მილიონი შეადგინა.

„6,109,755 საერთაშორისო მოგზაური – 2024 წელთან შედარებით ზრდა +5.4%,

4,307,094 საერთაშორისო ტურისტი – 2024 წელთან შედარებით ზრდა +7.9%.

რაც შეეხება 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ასევე რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულმა მაქსიმუმი 2 მილიონი ვიზიტი შეადგინა.

2,956,014 საერთაშორისო მოგზაური – 2024 წელთან შედარებით ზრდა +6.6%,

2,036,731 საერთაშორისო ტურისტი – 2024 წელთან შედარებით ზრდა +9%“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები