ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მონაწილეობა მიიღო საქალაქო ღონისძიებაში – „ჰერეთობა -2025″

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მონაწილეობა მიიღო საქალაქო ღონისძიებაში – „ჰერეთობა -2025″.

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის წახალისების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. სკოლის სტენდზე წარმოდგენილი იყო ბრენდირებული ნივთები და საინფორმაციო ბუკლეტები.

სტენდი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ საქმიანობას, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

სკოლის წარმომადგენლებმა პოტენციურ ბენეფიციარებს სკოლის პროგრამები გააცნეს და მსურველები ადგილზე დაარეგისტრირეს.

ღონისძიებაში ჩართვის მიზანი სკოლის ცნობადობის ამაღლება, ბენეფიციარებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარება, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამების პოპულარიზაცია იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები