ისრაელში საქართველოს საელჩო: ჩვენი თითოეული თანამშრომელი უერთდება მძევლების ოჯახის წევრებისა და სრულიად ისრაელის სახელმწიფოს სიხარულს
,,საქართველოს საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება მძევლების ოჯახის წევრებისა და სრულიად ისრაელის სახელმწიფოს სიხარულს”,- ამის შესახებ ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც საელჩო წერს, სიხარულთან ერთად, გარდაცვლილების გამო მწუხარება არ ნელდება.
„მძევლების დაბრუნება სინათლის სხივია და იმედით გვავსებს. გვინდა, მათ ვუსურვოთ, სწრაფად აღიდგინონ ძალები და წარმატებით გააგრძელონ ცხოვრება. სიხარულთან ერთად, არ ნელდება მწუხარება გარდაცვლილების გამო“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, “ჰამასმა” ღაზაში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავებული მძევლების გათავისუფლება დაიწყო.