დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის სადელეგატო ბიუროში მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება მოსახლეობასთან, მათი საჭიროებების გაგება და დროული რეაგირება.

„ეს შეხვედრები ჩვენი პოლიტიკური ხედვის განხორციელების ერთ-ერთი საფუძველია. პირდაპირი დიალოგი მოსახლეობასთან, მათი საჭიროებების დროული გამოვლენა და შესაბამისი გადაწყვეტილებების გატარება. ჩვენი მიზანია სტაბილური, უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს პასუხისმგებლობისა და განვითარების პროცესი”,- აღნიშნა შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები