“ერთადერთი, რასაც ქართული საზოგადოება ევროკომისიის პრესსპიკერისგან მოელის, არის ბოდიში ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებული შეკრების მხარდაჭერის გამო” – პაპუაშვილი

“ერთადერთი, რასაც ქართული საზოგადოება ევროკომისიის პრესსპიკერისგან მოელის, არის ბოდიში ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებული შეკრების მხარდაჭერის გამო, რომლის მონაწილენიც პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელი დააზიანეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, “საქართველოს ხელისუფლებაზე მისი დღევანდელი ვერბალური თავდასხმა ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევის სასოწარკვეთილი მცდელობაა”.

“რაც შეეხება “რუსულებს” – ქალბატონ პრესსპიკერს არანაირი ეჭვი არ უნდა ჰქონდეს, რომ რამდენჯერაც ის ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ სიტყვა “რუსული”-თ უადგილო ჟონგლიორობას გადაწყვეტს, იმდენჯერ მიიღებს პასუხს”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები