ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში – არიან დაშავებულები
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ თეკალში ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.