Le Monde: მაკრონის რეზიდენციაში სახელმწიფო შესყიდვების საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩაატარეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა,- ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde იუწყება.

საქმე სახელმწიფო კონტრაქტებსა და ოფიციალური ცერემონიების ორგანიზებისთვის გაფორმებულ შესყიდვებს უკავშირდება.

გამოძიების ცენტრში კომპანია Shortcut Events-ია, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებებს, მათ შორის პანთეონში ეროვნული გმირების გადასვენების ცერემონიებს, აწყობდა. გამომძიებლები ამოწმებენ, ხომ არ იღებდა კომპანია პრივილეგირებულ პირობებს კონტრაქტების მიღებისას.

Le Monde-ის ინფორმაციით, 21 მაისს ჩატარებული ჩხრეკა პირველი შემთხვევაა, როდესაც გამომძიებლები ელისეს სასახლეში უშუალოდ შევიდნენ. აპრილში მსგავსი მცდელობა საფრანგეთის კონსტიტუციის საფუძველზე დაბლოკილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები