ფოთის მერმა გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა
ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს – სამი ქვეყნის ელჩს უმასპინძლა.
ფოთის მერიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ფოთელ ახალგაზრდებთან, სადაც მდგრადი განვითარების მიზნებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
როგორც ვაჭარაძემ განაცხადა, ფოთი ყოველთვის ურთიერთკავშირებისა და ახალი შესაძლებლობების ქალაქი იყო.
,,ჩვენთვის, ახალგაზრდების ჩართულობა მხოლოდ პრიორიტეტი არ არის – ეს ფოთის მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.
მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – UNDP, UNICEF, ILO და FAO-ს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
ფოთი ყოველთვის იყო ურთიერთკავშირებისა და ახალი შესაძლებლობების ქალაქი და ჩვენ ამ გზას აქტიურად ვაგრძელებთ”, – აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.