სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფოთის ბაზაზე მყვინთავთა ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის (EUCOM) ორგანიზებით, ფოთის ბაზაზე მყვინთავთა ტრენინგი ჩაუტარდათ.

უწყების ინფორმაციით, ტრენინგის მიზანი იყო, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის (EUCOM) მიერ ჰუმანიტარული განაღმვის პროგრამის ფარგლებში შეძენილი მყვინთავთა აღჭურვილობის შესწავლა და გამოყენება.

“ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს.

სწავლება EUCOM-თან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, გათვლილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები