ტრამპი “ჰამასს” ღაზას გეგმაზე დასათანხმებლად 3-4 დღეს მისცემს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტერორისტულ დაჯგუფება “ჰამასს” ღაზას შესახებ მის სამშვიდობო გეგმაზე დასათანხმებლად „სამ ან ოთხ დღეს“ მისცემს.

მისივე თქმით, ისრაელი და არაბი ლიდერები გეგმას დაეთანხმნენ და ახლა მხოლოდ „ჰამასს“ ელოდება.

“ტერორისტულ დაჯგუფებას, დაახლოებით, სამი ან ოთხი დღე აქვს რეაგირებისთვის. ჰამასი ან გააკეთებს ამას, ან არა, და თუ ასე არ მოიქცევა, ეს ძალიან სამწუხარო დასასრული იქნება”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები