საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„თქვენი ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მეძლევა შესაძლებლობა, თქვენს აღმატებულებას მივულოცო და გადავცე ჩემი მილოცვა და საუკეთესო სურვილები ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის და წარმატებული მომავლისთვის“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.