ერევანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი ლითონების მოპოვება-დამუშავების შესახებ.
რუბიოს განცხადებით, შეთანხმება ორი ქვეყნის კეთილდღეობას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს.
„თქვენ, პრემიერ-მინისტრი და მთელი სომხური გუნდი გზას უხსნით სომხეთის უფრო ნათელი და დამოუკიდებელი მომავლისკენ. სიამოვნებით გამოვხატავთ მხარდაჭერას ამ ხედვის, თქვენი გამბედაობის, თავდადებისა და ქვეყნის მომავლისთვის მუშაობის სურვილის მიმართ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვართ და მზად ვართ ერთად მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა რუბიომ.
ლიდერებმა ასევე გააფორმეს ჩარჩო ხელშეკრულება ამერიკასა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ “ტრამპის მარშრუტის” პროექტის ფარგლებში.