ირანის უზენაესი ლიდერი: აშშ-ს სპარსეთის ყურეში ბოროტებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი აღარ ექნება

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ-ს სპარსეთის ყურის რეგიონში „უსაფრთხო თავშესაფარი“ აღარ ექნება.

ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ხამენეიმ აღნიშნა, რომ რეგიონული ქვეყნები ამერიკული სამხედრო ბაზებისთვის „ფარად“ აღარ იმუშავებენ და ახლო აღმოსავლეთში ახალი რეალობა ყალიბდება.

“შეერთებულ შტატებს არა მხოლოდ აღარ ექნება უსაფრთხო თავშესაფარი თავისი ბოროტებისთვის და რეგიონში სამხედრო ბაზების განსათავსებლად, არამედ დღითიდღე უფრო და უფრო შორდება თავის ყოფილ სტატუსს“, – აცხადებს ირანის უზენაესი ლიდერი.

ხამენეიმ ასევე განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის მომავალი „ამერიკის გარეშე“ უნდა განისაზღვროს და რეგიონული ქვეყნები საერთო ინტერესებით უნდა გაერთიანდნენ.

დასავლური მედიის შეფასებით, თეირანის რიტორიკა ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამკაცრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები