რუბიო – ირანთან შესაძლო შეთანხმებაზე: ან კარგი შეთანხმება იქნება, ან საერთოდ არანაირი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან ნებისმიერი შესაძლო შეთანხმება უნდა იყოს მკაფიო და ეფექტიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმების მიღწევას აზრი არ აქვს.
მისივე თქმით, ვაშინგტონის პოზიცია მკაფიოა, შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს რეალურ შედეგებს და უსაფრთხოების გარანტიებს.
„ეს იქნება ან კარგი შეთანხმება, ან საერთოდ არანაირი“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანთან მოლაპარაკებების შესაძლო პერსპექტივაზე საუბრისას.
მისი თქმით, აშშ არ განიხილავს ფორმალურ შეთანხმებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არსებით ცვლილებებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.