ქობულეთის მუზეუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა ქობულეთის მუზეუმში. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ფოტოსურათები, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიასა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელობას გამოხატავს.

„მუზეუმში ასევე გამოფენილია  კალიგრაფიის ნიმუშები, რომლებიც ქობულეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლის მიერაა შექმნილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები