თინათინ რუხაძე: წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ დღეს იწყება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი

წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ დღეს იწყება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 მაისი თავისუფლების, ღირსებისა და ეროვნული სიამაყის დღეა.

„26 მაისი თავისუფლების, ღირსებისა და ეროვნული სიამაყის დღეა, დღე, როდესაც გამორჩეულად გვეამაყება ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ უძველესი კულტურისა და ისტორიის ერი ვართ, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში შეძლო საკუთარი იდენტობის, სუვერენიტეტის, კულტურის და ქრისტიანული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება. ეს ფასეულობები ჩვენთვის ჰუმანურობას, მშვიდობას, შრომას და ერთმანეთის პატივისცემას გულისხმობს.

წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ დღეს იწყება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ციკლი. ეს არის თარიღი, რომელიც მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საქართველო არის უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, მშვიდობიანი, ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც ღირსეულად იცავს საკუთარ სახელმწიფოს, თავისუფლებასა და ეროვნულ ფასეულობებს.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისში, ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. 26 მაისისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი 20:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები