უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ხელფასი გაანახევრა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა საკუთარი ანაზღაურების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და ხელფასი დაახლოებით ნახევრამდე შეამცირა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურის ახალი თვიური ანაზღაურება, დაახლოებით, 3.8 მილიონი უნგრული ფორინტის (დაახლოებით 10,600 ევრო) ფარგლებში განისაზღვრა, რაც წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.

მედიის ცნობით, პრემიერის ხელფასი შედგება პარლამენტარისა და მთავრობის ხელმძღვანელის ანაზღაურებების კომბინაციისგან.

ხელისუფლების განმარტებით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას და საჯარო სექტორში ანაზღაურებების პოლიტიკის გადახედვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები