პაატა სალია: თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადგილზე იმყოფება იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ეს დღე არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არამარტო როგორც ისტორიული თარიღი, არამედ როგორც სიმბოლო დამოუკიდებლობისა, როდესაც პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დემოკრატიულ საფუძვლებზე დამყარებული კონსტიტუცია ჰქონდა, რომელიც ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც უცხო იყო იმ პერიოდში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. სამწუხაროდ, ამას ყველაფერს მოყვა ოკუპაცია. თუმცა, ჩვენ შევძელით და 1991 წელს დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა, დამოუკიდებლობისა, რადგან თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა თუ ეს ფუნდამენტი არ ექნა ჩვენს ქვეყანას და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და რაც მთავარია – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, თითოეულ მოქალაქეზე… კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, მთელს საქართველოს და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო ძლიერ სახელმწიფოში, კიდევ უფრო წარმატებულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ ყველანი ერთად“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი!

1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს!

ეს დღე ჩვენია!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები