დენის სალუქვაძე ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოების ხელმძღვანელებსა და ექსპორტიორებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელ საწარმოების ხელმძღვანელებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა და აღნიშნული საწარმოების ჩართულობა ციტრუსის რეალიზების პროცესში.

“შეხვედრაზე განხილული იქნა ციტრუსის ლოჯისტიკის, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის მიწოდების საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ, მინისტრის მოადგილეები არჩილ ბერიძე, ირმა აფხაზავა, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის რეგიონალური სამმართველოს უფროსი თამარ ბერძენიშვილი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ტუღუში და ციტრუსის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული სამინისტროს თანამშრომლები,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები