ქარელის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ქარელის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტში არსებულმა სალოტბარო სკოლის აღსაზრდელებმა, ქორეოგრაფიულმა და საესტრადო ანსამბლებმა, რომლებიც სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.