გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ელჩებს ფოთის აეროლოგიური სადგური დაათვალიერებინა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი მეგრელიძემ, გაეროს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკთან ერთად, ქ. ფოთის აეროლოგიური სადგური შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩებს დაათვალიერებინა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, კლიმატის მწვანე ფონდის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ დაფინანსებული, ფართომასშტაბიანი პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული კომპონენტის გაცნობა წარმოადგენდა.

მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოში პირველი თანამედროვე ატმოსფერული ზონდირების სისტემა მოინახულეს და რადიოზონდის ოპერირების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

აეროლოგიური დაკვირვების სადგური ატმოსფეროს ზედა ფენებში ზომავს მეტეოროლოგიურ პარამეტრებს: ქარის სიჩქარეს და მიმართულებას, ჰაერის ტემპერატურას და ტენიანობას, რომელიც საჭიროა ამინდის და სტიქიური მოვლენების მაქსიმალურად ზუსტი პროგნოზისთვის, კლიმატური ანალიზისთვის, ასევე, აგროწარმოებისთვის, წყლის რესურსების მართვისთვის, ავიაციისთვის, მრავალმხრივი საფრთხის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის და სხვა.

აღსანიშნავია, რომ აეროლოგიური სადგური გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და გარემოს ეროვნული სააგენტოს პარტნიორობით, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით განხორციელებული კლიმატის მიმართ მედეგობის პროგრამის ფარგლებში დამონტაჟდა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები