გიორგი ვოლსკი – ოპოზიციაზე: აგრესია არის ერთადერთი გზა და მექანიზმი, რომელიც მათ სამოქმედო პროგრამად აირჩიეს
“აგრესია არის ერთადერთი გზა და მექანიზმი, რომელიც მათ სამოქმედო პროგრამად აირჩიეს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“რამდენიმე ბლაჟევიჩი გამოიცვალა უკვე ოპოზიციამ – როდესაც მხარდაჭერა არ აქვს იმ მოცულობის, რომელსაც თვითონ, რატომღაც, ელოდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ, აგრესია არის ერთადერთი გზა და მექანიზმი, რომელიც მათ აირჩიეს, როგორც სამოქმედო პროგრამა. სცენარი დიდი ხანია დაწერილია – ეს სცენარი არ გამართლდა, რევოლუცია არ მოხდა, მაგრამ ვხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, კვლავ ხელში აიღოს სადავეები და ამ ექსტრემისტულ მოძრაობას, ამ რევოლუციურ სცენარს ჩაუდგეს სათავეში,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.