რატი იონათამიშვილი: 26 მაისს აქციას რომ აორგანიზებ და შემდეგ ამ აქციაზე საქართველოს დროშაზე მეტად პატიმარი სააკაშვილის სურათები ფრიალებს, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია

“26 მაისს აქციას რომ აორგანიზებ და შემდეგ ამ აქციაზე საქართველოს დროშაზე მეტად პატიმარი სააკაშვილის სურათები ფრიალებს, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია,” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის „ნაცების“ უშინაარსო, არაფრისმთქმელი აქცია. ვინც იქ იყვნენ, ისინი სინამდვილეში საქართველოს დროშაზე მეტად წინ პატიმარი სააკაშვილის პორტრეტს აყენებენ და თან მორჩილებისა და მონობის ბუნებით გამოირჩევიან. რა თქმა უნდა, ასეთ აქციებს არანაირი გაგრძელება და პერსპექტივა ვერ ექნება. ახდა ვაშაძის წინასწარმეტყველება – შეიკრიბნენ და წავიდნენ სახლში“, – აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები