პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა თორნიკე კაპანაძემ და სალომე წიკლაურმა მარნეულის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა თორნიკე კაპანაძემ და სალომე წიკლაურმა მარნეულის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“შეხვედრაზე პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს ნაადრევ ქორწინებაზე და ამ სახის დანაშაულზე, კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს კანონმდებლობით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის შესახებ რეგულაციას.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მარნეულის მოსახლეობამ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები