პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პროკურორებმა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.
პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორებმა მოსწავლეებს საქართველოს პროკურატურის სტრუქტურა, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის ძირითადი პრინციპები გააცნეს. ასევე გაუზიარეს პირადი გამოცდილება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს, რაზეც პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.